ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენელი — სანდომი

სანდომი

ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენელი

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენელი (პრისეილერი).

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი/აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები
  • ოფისის მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული)
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ყოველთვიური გეგმასთან მიბმული ბონუსი. გეგმის 100%-ით შესრულების შემთხვევაში: ანაზღაურება 3000 ლარი, გეგმის გადაჭარბებით შესრულების შემთხვევაში + %.

ფუნქცია/მოვალეობა:

  • HoReCa და თანამედროვე სავაჭრო ქსელების (Drive/Chain Stores) მიმართულებით ახალი კლიენტების მოძიება და თანამშრომლობის განვითარება;
  • რეგულარული ვიზიტების განხორციელება, შეკვეთების მიღება და კლიენტების საჭიროებების ანალიზი;
  • პროდუქციის სრული ასორტიმენტის გაყიდვებისა და გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის სწორი განლაგებისა და ხილვადობის კონტროლი;
  • ახალი პროდუქტების დანერგვასა და პოპულარიზაციაში აქტიური მონაწილეობა;
  • კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი;
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია HoReCa და/ან სავაჭრო ქსელებთან მუშაობის მიმართულებით;
  • მოლაპარაკებებისა და გაყიდვების ეფექტური უნარები;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი უნარი;
  • ბაზრის ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass.

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას.