ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენელი
შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
გაყიდვების დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი:
ჰორეკა სეგმენტში გაყიდვების განვითარება, გაყიდვების აქტივობების წარმართვა, კლიენტებთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება, კომპანიის პროდუქტების წარდგენა.
მისამართი: ქ. თბილისი, ილია ბაბუციძის ქ. #14;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი (კვირაში 40 სთ);
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური გეგმა/ბონუსი, ანაზღაურება: 3066 ლარი 100% ით შესრულების შემთხვევაში.
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- სამუშაო არეალში არსებულ ჰორეკა არხის კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობის სტრატეგიის განხორციელება;
- ახალი კლიენტების მოპოვება;
- სავაჭრო წერტილებში, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად, პროდუქტების წარმოდგენის უზრუნველყოფა;
- კომპანიის სარეკლამო ინვენტარის შეთავაზება და განთავსება;
- მოლაპარაკებებისა და აქტივობების კალენდრის განხორციელება;
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება: გაყიდვები, დისტრიბუცია, საბანკო, სადაზღვეო, უძრავი ქონების, სარესტორნე სფეროებში, უპირატესად ჩაითვლება FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება
- მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა
- MS Windows-ის სტანდარტული პაკეტის ფლობა;
- კომუნიკაბელურობა;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- გაყიდვების პროცესების ცოდნა
ენების ცოდნა:
- ქართული - სავალდებულოა;
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
- სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
- საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
- კომპანიის მანქანას
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა