ღვინის მაღაზია-ბარის კონსულტანტი — დივაინი

დივაინი

ღვინის მაღაზია-ბარის კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი Tbilisi · ადგილზე სრული განაკვეთი

"The Wine" • "დივაინი" კომპანია "თბილღვინოს" პროექტია და არის პრემიული ღვინის მაღაზია, რომელიც გთავაზობთ საგულდაგულოდ შერჩეულ ექსკლუზიურ ღვინოებს მსოფლიოს წამყვანი რეგიონებიდან. ჩვენი კოლექციები აერთიანებს იტალიის, საფრანგეთის, ახალი ზელანდიის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების გამორჩეულ ღვინოებს.

ჩვენი მისიაა, პრემიული ღვინო ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა გემოვნებიანი მომხმარებლისთვის საქართველოში, როგორც ონლაინ ასევე ჩვენი მაღაზია-ბარის საშუალებით.

"The Wine" • "დივაინი" აცხადებს ვაკანსიას ღვინის მაღაზია-ბარის კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ირაკლი აბაშიძის ქუჩა #64
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათამდე, 1 ან 2 დასვენების დღით, ცვლიანი სამუშაო გრაფიკი
  • კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევას

ძირითადი ამოცანები:

  • მაღაზია-ბარის მომხმარებლების მიღება, კონსულტირება და შეკვეთების მიღება
  • მაღაზია-ბარის მომხმარებლების შეკვეთების მომზადება და გამასპინძლება
  • მაღაზია-ბარის გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა
  • მაღაზია-ბარის მართვის სისტემაში ყოველდღიური ოპერაციების გატარება
  • მაღაზია-ბარში არსებული ტექნიკური მოწყობილობების სწორი ექსპლუატაცია
  • სანიტარულ-ჰიგიენური, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების შესრულება
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • აკადემიური ან/და პროფესიული გამოცდილება ღვინის გაყიდვების სფეროში
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • სასურველია საოფისე პროგრამებისა და კაფე-ბარების მართვის ციფრული სისტემების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას
  • გუნდურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
  • საერთაშორისოდ აღიარებული პრემიული ღვინოების შესახებ ტრენინგებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობის შესაძლებლობას

"თბილღვინოსა" და "The Wine • დივაინის" გუნდი წარმატებას გისურვებთ!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ