ღამის ცვლის დიასახლისი — Ibis Tbilisi City

samushao.ge
Ibis Tbilisi City — ლოგო
Ibis Tbilisi City

ღამის ცვლის დიასახლისი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო ibis Tbilisi City აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის დიასახლისის პოზიციაზე

შენი როლი იქნება:

  • სასტუმროს ნომრების ყოველდღიური დალაგება და დასუფთავება;
  • საწოლის თეთრეულის შეცვლა და მოწესრიგება;
  • აბაზანისა და სანიტარული კვანძების წმენდა და დეზინფექცია;
  • პირსახოცების, ჰიგიენური ნივთებისა და სხვა საჭირო მარაგების შევსება.

საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას;
  • ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა თბილისი, სასტუმრო ibisi Tbilisi :city, ვ. წითლანაძის ქუჩა N1;
  • სამუშაო განრიგი: 2/2, 21:00-09:00 (1 საათი შესვენება ).

გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.