გარემოს დაცვის სპეციალისტი- ანაკლია — პრაიმ ბეტონი

პრაიმ ბეტონი — ლოგო
პრაიმ ბეტონი

გარემოს დაცვის სპეციალისტი- ანაკლია

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" ეძებს კადრს გარემოს დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.

შერჩეულ კანდიდატს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში და გაიზიაროს ჩვენი პროფესიონალების, ასევე უცხოელი პარტნიორების გამოცდილება.

პოზიციის ადგილმდებარეობა: ანაკლია

სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე
  • ინფრასტრუქტურულ, სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
  • ESMP სტანდარტების ცოდნა
  • უმაღლესი განათლება
  • ინგლისური ენის ცოდნა

სამუშაო აღწერილობა:

  • პროექტის ფარგლებში გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება
  • დამკვეთთან და კონტრაქტორ კომპანიებთან რეპორტინგი
  • ობიექტზე სამშენებლო ნარჩენების მართვა
  • გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე პერსონალის ტრენინგი
  • ყოველკვირეული რეპორტინგი მენეჯმენტთან
  • სამშენებლო პროექტის ინსპექტირება

აუცილებელი უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება
  • განვითარებული კომუნიკაციური უნარები
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დაკვირვებულობა, დეტალების დაფიქსირების უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • საქმის ორგანიზების უნარი

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.