გარე გაყიდვების წარმომადგენელი — PP-Hub

PP-Hub — ლოგო
PP-Hub

გარე გაყიდვების წარმომადგენელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "პპ ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

კომპანია ოპერირებს ავტომობილის გარე ვიზუალური ნაწილების გაყიდვების მიმართულებით და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №132

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი მომხმარებლებისა და პარტნიორების მოძიება;
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება;
  • პროდუქციის პრეზენტაცია და გაყიდვების განხორციელება;
  • ბაზრის მონიტორინგი;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა აუცილებელია;
  • ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება ან ავტომობილებისა და ავტონაწილების კარგი ცოდნა აუცილებელია;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა სასურველია;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • განვიხილავთ სტუდენტ კანდიდატებსაც, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ცოდნა და განვითარების სურვილი. (ხელშეწყობით)

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ს;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით);
  • დამატებით ბონუსურ სისტემას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ