გარე გაყიდვების მენეჯერი
ბიბლუსი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა
- კომფორტული სამუშაო გარემო
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი ორგანიზაციების და ადგილების მძიება სადაც შესაძლებელია ადგილზე კორპორატიული გაყიდვების მოწყობა
- არსებული პარტნიორული ურთიერთბების მართვა და გრძელვადიან პროცესებზე ზრუნვა
- განმეორებით ვიზიტებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის შეთანხმება
- გაყიდვევბის დღის, პერიოდის დაგეგმვა და ადგილზე პროცესებში კორდინაცია/სრული ჩართულობა
- გაყიდვების შედეგების აღრიცხვა და ანალიზი
- პროდუქციის ასორტიმენტის შერჩევა ინდივიდუალურად, ორგანიზაციებზე მორგებული
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
- საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს პრიორიტეტებად დანაწილების უნარი
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
- სამუშო დროს ეფექტურად განაწილების უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალური
- მოწესრიგებული
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.