გაყიდვებისა და შესყიდვების მენეჯერი- ძველი ქანდა — ქანდა აგრიქალჩერ

ქანდა აგრიქალჩერ

გაყიდვებისა და შესყიდვების მენეჯერი- ძველი ქანდა

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ქანდა აგრიქალჩერი", რომლის ხეხილის ბაღები გაშენებულია მცხეთის რაიონ სოფელ ძველ ქანდაში. ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ გაყიდვებისა და შესყიდვების მენეჯერს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და აქტიურად ჩაერთვება გაყიდვების პროცესის განვითარებაში.

ვაკანსიის დასახელება: გაყიდვებისა და შესყიდვების მენეჯერი;

სამუშაო გრაფიკი: სრული;

მდებარეობა: მცხეთის რაიონი სოფ. ძველი ქანდა.

მოვალეობები:

  • შესყიდვების პროცესის სრული მართვა;
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
  • პროდუქციის ფასების, ხარისხისა და მარაგების მუდმივი მონიტორინგი;
  • ახალი კლიენტების მოძიება;
  • კლიენტებთან მოლაპარაკებები და პროდუქციის პრეზენტაცია;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • კლიენტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
  • კლიენტების მონაცემების მართვა პროგრამაში (1С ან ანალოგიური).

მოთხოვნები:

  • გაყიდვების ან შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია აგროპროდუქტების ან ხილის სექტორში);
  • მოლაპარაკებების წარმატებით წარმოების გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (1С Accounting ან ანალოგიური);
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.