გაყიდვებისა და მომსახურების ასისტენტი- ბათუმი — Riviera Seafood House

Riviera Seafood House

გაყიდვებისა და მომსახურების ასისტენტი- ბათუმი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ბათუმი, კობალაძის 15| Riviera Seafood House

თევზის მაღაზია და კვების სივრცე - "Riviera Seafood House" ეძებს ორ თანამშრომელს გაყიდვებისა და მომსახურების ასისტენტის პოზიციაზე.

თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ხართ ყურადღებიანი და პასუხისმგებლობიანი, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის დახვედრა და მომსახურება;
  • პროდუქციის, მენიუსა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • შეკვეთების მიღება, პროგრამაში ასახვა და სამზარეულოსთან კოორდინაცია;
  • კერძებისა და სასმელების მიწოდება, ლუდის ჩამოსხმა;
  • სალარო აპარატსა და POS-ტერმინალთან მუშაობა;
  • თევზის დამუშავებასა და კერძების მომზადებას შესაბამისი თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • თავაზიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღებიანობა და სიზუსტე ანგარიშსწორებისას;
  • დატვირთულ პერიოდში ორგანიზებულად მუშაობის უნარი.
  • მომხმარებლის შენიშვნებისა და მიმდინარე საკითხების მენეჯერისთვის დროულად გადაცემა.
  • მომსახურების სფეროში გამოცდილება და Fina-ს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

  • სამუშაო საათები: 13:00-21:30;
  • სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, შეთანხმდება დასაქმებამდე;
  • ფიქსირებული ანაზღაურება: 1200 ლარი თვეში + ბონუსი
  • კვება: უზრუნველყოფილია სამუშაო ცვლის განმავლობაში.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ