გაყიდვების უფროსი მენეჯერი — SFB

SFB

გაყიდვების უფროსი მენეჯერი

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მაღალტექნოლოგიური კომპანია "ეს-ეფ-ბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კლიენტების აქტიური მოძიება და მოზიდვა;
  • არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება;
  • კომპანიის პროდუქციისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პრეზენტაცია;
  • მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული შეთავაზებების მომზადება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და გაყიდვების შედეგების ანალიზი;
  • ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • აქტიური გაყიდვებისა და კლიენტებთან მოლაპარაკებების გამოცდილება;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს მაღალტექნოლოგიურ კომპანიაში;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს.

ანაზღაურება: 2000-3000 ლარი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00