გაყიდვების უფროსი
"სადაზღვევო ბროკერი ჯი ეს" (საერთაშორისო საბროკეროს უილის თაუერს უოთსონი-ს წარმომადგენლობა საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების უფროსის თანამდებობაზე.
ვეძებთ, კანდიდატს რომელიც დაინტერესებულია სადაზღვევო სფეროში გრძელვადიანი პროფესიული განვითარებით.
სამუშაო აღწერილობა:
გაყიდვების უფროსი პასუხისმგებელია კორპორატიული კლიენტების მოძიებასა და მომსახურებაზე, სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვებისა და პორტფელის ზრდის უზრუნველყოფაზე, ასევე ბაზრის ანალიზზე, გაყიდვების მიზნების შესრულებასა და ბიზნესის განვითარების მხარდაჭერაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- არსებული პორტფელის ჩაბარება როგორც ჯანმრთელობის ისე არასიცოცხლის მიმართულებით
- კომპანიის გაყიდვების გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და გაყიდვების მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა
- ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება
- სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება
- კორპორატიული კლიენტებისთვის შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია
- კლიენტებისათვის დაზღვევის პირობების, გამონაკლისებისა და დაფარვების დეტალური განმარტება
- კომპანიის წარდგენა სხვადასხვა მაღალი რგოლის შეხვედრებზე
- გრძელვადიანი ურთიერთობის აწყობა სხვადასხვა პარტნიორებთან
- კლიენტების კმაყოფილებაზე ზრუნვა და მთელი წლის განმავლობაში მათი სერვისის მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- კორპორატიული გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან სადაზღვევო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- გაყიდვების გუნდის მართვისა და თანამშრომლების განვითარების პრაქტიკული გამოცდილება
- კორპორატიული კლიენტების მოძიების, მოლაპარაკებების წარმოებისა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარების გამოცდილება
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა. (აუცილებელი მოთხოვნა)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება, შედეგზე ორიენტირებულობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.
ბენეფიტები:
სადაზღვევო ბროკერი ჯი ეს საქართველოში 2011 წელს დაარსდა და ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევო ბროკერს წარმოადგენს. ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ხელფასს და საკომისიო სქემას
- ჯანმრთელობის, სიცოცხლის, უბედური შემთხვევისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას
- სადაზღვევო გამოცდების (CII) დაფინანსებას
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- გუნდურ და დინამიურ გარემოს
2026 წლის 15 ივლისამდე.