გაყიდვების წარმომადგენელი/გაყიდვების ოფისის კონსულტანტი- ბათუმი
კომპანია სს "მეტრო ატლას ჯორჯია" ეძებს გაყიდვების წარმომადგენელს/გაყიდვების ოფისის კონსულტანტს.
სამუშაო ადგილი: ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. №1
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების ოფისში მოსული კლიენტების მიღება და კონსულტაცია;
- კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
- აპარტამენტების გაყიდვისა და გაქირავების მიმართულებით ინფორმაციის მიწოდება;
- სავაჭრო ცენტრში არსებული გასაქირავებელი ფართების, კომერციული სივრცეებისა და სტენდების შესახებ კლიენტების ინფორმირება;
- ფართების კვადრატულობის, პირობებისა და ხელმისაწვდომი ვარიანტების გაცნობა;
- კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება.
მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (აუცილებელია);
- კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელთან ურთიერთობის კარგი უნარები;
- გაყიდვების ან მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში 5 სამუშაო დღე;
- 2 დასვენების დღე.
ანაზღაურება:
- ხელფასი განიხილება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
- წარმატებული მუშაობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა.