გაყიდვების წარმომადგენელი / გაყიდვების მენეჯერი
"Bosphorus.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია ახორციელებს FMCG პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში. პროდუქცია მიეწოდება სხვადასხვა ტიპის ობიექტებს, მათ შორის: მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს, ყავის სივრცეებს და HoReCa სექტორის სხვა წარმომადგენლებს.
ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ახალი კლიენტების მოძიებაში, პროდუქტის წარდგენასა და გაყიდვების ზრდაში.
დასაქმების ადგილი: თბილისი
სამუშაო ფორმატი: სრული ან ნახევარი განაკვეთი - შეთანხმებით
თანამშრომლობის პერიოდი: 3 თვე, გაგრძელების შესაძლებლობით
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებზე მიბმული ბონუსი.
გამოსაცდელი / საპროექტო პერიოდი: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება და ბაზის შექმნა;
- კორპორატიულ კლიენტებთან კომუნიკაცია;
- პროდუქტის წარდგენა და მისი უპირატესობების სწორად ახსნა;
- პროდუქტის სპეციფიკაციების შესწავლა და კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ზარების, მიმოწერისა და შეხვედრების წარმოება/ორგანიზება;
- დაინტერესებული კლიენტებისთვის შეთავაზებების მომზადება და მიწოდება;
- შეკვეთების მიღება და კლიენტთან შემდგომი კომუნიკაცია;
- არსებული კლიენტების პერიოდული მონიტორინგი და განმეორებითი შეკვეთების ხელშეწყობა;
- გაყიდვების შედეგების მოკლე რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია გამოცდილება FMCG, HoReCa, retail ან დისტრიბუციის სფეროში;
- აუცილებელია ქართული და ინგლისური ენის გამართულად ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება შესაძლოა ჩაითვალოს უპირატესობად;
- საბაზისო Excel / Google Sheets ცოდნა;
- სასურველია თბილისის კაფე-რესტორნების, მაღაზიების ან retail ბაზრის ზოგადი ცოდნა.
საჭირო უნარები:
- კომუნიკაბელურობა და აქტიური გაყიდვების უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ინიციატივიანობა;
- პროდუქტის სწრაფად შესწავლის უნარი;
- დეტალებზე ყურადღება და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- გაყიდვებზე მიბმულ ბონუსს;
- შესაძლებლობას, რომ ზაფხულის პერიოდში მოკლევადიანად დასაქმდეთ და ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა გაგრძელდეს გრძელვადიანად;
- მზარდ პროდუქტზე მუშაობის შესაძლებლობას;
- მოქნილ და პრაქტიკულ სამუშაო გარემოს.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შერჩევის პროცესის მიზნებისთვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.