გაყიდვების წარმომადგენელი — Castello

Castello — ლოგო
Castello

გაყიდვების წარმომადგენელი

₾1800 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მულტიბრენდული ავეჯის, განათებისა და აქსესუარების შოურუმი "CASTELLO" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

მოთხოვნები:

  • აუცილებელია გაყიდვების წარმომადგენლად ანალოგიურ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Pdf);
  • სასურველია Archicad-ის ან 3D MAX-ის პროგრამის ცოდნა;
  • აუცილებელია მინ. ერთი უცხო ენის ცოდნა;
  • დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება დიზაინისა და არქიტექტურის განხრით.

მოვალეობები:

  • მაღალი კლასის ევროპული ავეჯის, განათებებისა და აქსესუარების რეალიზაცია კომპანიის შოურუმიდან და შეკვეთით;
  • გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • ავეჯის ინდუსტრიასა და დიზაინის სფეროში არსებული თანამედროვე ტრენდების ცოდნა.
  • პრემიუმ-კლასის სეგმენტში მოქმედი იტალიური ბრენდებისა და მათი პროდუქციის ზოგადი ცოდნა.
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების მონიტორინგი და განახლება;
  • შეკვეთების მუდმივი კონტროლი;
  • არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობა, მათ მოთხოვნებზე მორგებული დიზაინერული გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • სფეროში მოქმედ დიზაინერებთან თანამშრომლობა;
  • ყოველთვიური გაყიდვების რეპორტინგის მომზადება;

პიროვნული მახასიათებლები:

  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • მომხმარებელთა საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა
  • კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და მართვა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებას 1800 ლარს და ყოველთვიურ ბონუსს გაყიდვებიდან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს და პირობებს;
  • თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციის საშუალებას;
  • განვითარებაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;