გაყიდვების წარმომადგენელი
აბრაზივ პროდაქტსი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
"აბრაზივ პროდაქტსი" არის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც აერთიანებს მსუბუქი სამშენებლო სახარჯი მასალების იმპორტს და წარმოებას. ჩვენი მიზანია ხარისხიანი და კონკურენტული პროდუქციის მიწოდება როგორც სავაჭრო ქსელისთვის, ისე სამშენებლო კომპანიებისთვის. თუ ხარ აქტიური, კომუნიკაბელური და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო მაღაზიებთან და საწარმოებთან კომუნიკაცია;
- აბრაზიული საჭრელი დისკების შეთავაზება და პრეზენტაცია;
- ახალი პარტნიორების მოძიება და არსებული კლიენტების ბაზის განვითარება;
- გაყიდვების გეგმის შესრულება;
- ბაზრის მონიტორინგი და უკუკავშირის გაზიარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სასურველია გაყიდვების მიმართულებით მცირე სამუშაო გამოცდილება, თუმცა არა აუცილებელი;
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა, B კატეგორია.
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი/არასრული, დღეში 4 საათი.
ანაზღაურება: 1500 ლარი საწყის ეტაპზე.
ადგილმდებარეობა: ე.წ. პეპელას მიმდებარე ტერიტორია, აფრიკა, კორნელი სანაძის ქუჩა #32.