გაყიდვების წარმომადგენელი
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი/10:00-18:00
ანაზღაურება: 1800-4000₾
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- საშუალო ან უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის ან მსგავს სფეროში).
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B1 ან უფრო მაღალი დონე).
- კომპიუტერული უნარები (MS Office, CRM სისტემები).
- მოლაპარაკებების წარმოების, კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები.
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების გეგმის შესრულება და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
- პოტენციური კლიენტების მოზიდვა, პროდუქციის შეთავაზება და დებიტორული დავალიანების მართვა.
- გაყიდვების გეგმის შესრულება.
- დებიტორული დავალიანების კონტროლი და თანხის ჩარიცხვისთვის ყველა საჭირო ღონისძიების გატარება, მათ შორის კომპანიის იურისტთან ერთად საჭირო ზომების მიღება.
- პოტენციური კლიენტების/მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება.
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან/მომხმარებლებთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება.
- მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში მონაწილეობის მიღება.
- კლიენტებთან/მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მათ საჭიროებებზე რეაგირება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა.
- არსებული კლიენტების პროდუქციით უზრუნველყოფა და ასორტიმენტის გაფართოება.
- პროდუქციის ნაშთების პროგრამული გადამოწმება.
- შესრულებული დავალებების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისთვის.
- უშუალო ხელმძღვანელის სამუშაო სპეციფიკასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
- საკუთარი ეფექტურობის შეფასება და პროფესიული უნარების გაუმჯობესებისათვის მუდმივი სწრაფვა.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.