გაყიდვების თანამშრომელი
ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, გამყიდვების თანამშრომლის პოზიციაზე კომპანია ორგსერვისის სამხატვრო-საკანცელარიო მაღაზიებში.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი, 8 საათიანი სამუშაო დღე (1 საათი შესვენება) (ზეგანაკვეთური ანაზღაურებადია)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + ზეგანაკვეთური (900-1200 ლარი)
ჯანმრთელობის დაზღვევა
სტაჟირება: 1-3 თვე (ანაზღაურებადი)
ვაკანსიის მისამართები:
- ქ. თბილისი, ილ.ჭავჭავაძის გამზ. #37ლ (HOMEMART)
- ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #28 (KOH-I-NOOR)
პროფესიული უნარები:
- პროდუქტის ცოდნა (დატრენინგდება ადგილზე)
- სამხატვრო და საკანცელარიო პროდუქციის ძირითადი კატეგორიების ცოდნა
- განსხვავებების ახსნა ბრენდებსა და ხარისხებს შორის
- კლიენტის საჭიროების მიხედვით პროდუქტის სწორად შეთავაზება
- სავაჭრო სივრცის მართვა
- პროდუქციის სწორად განლაგება
- ფასების კონტროლი პროდუქციაზე
- თაროების შევსება და მარაგის მონიტორინგი
- მაღაზია საწყობის პროგრამასთან და სალაროსთან მუშაობა (დატრენინგდება ადგილზე)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური (საკომუნიკაციო)
- ნებისმიერი სასაწყობე-სავაჭრო პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობაში
პიროვნული უნარები (Soft Skills)
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ყურადღება დეტალების მიმართ
- ენერგიულობა და პოზიტიური დამოკიდებულება
- გუნდური მუშაობის უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- სწრაფი სწავლის უნარი
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
- ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში
- ბონუსები და წახალისება