გაყიდვების სპეციალისტი- ბათუმი
Merlons-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.
ამჯერად, ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს VitrA-ს (აბაზანის სანტექნიკა-ინვენტარის) შოურუმისთვის.
ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.
ადგილმდებარეობა: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 1
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსები
გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე, 10:00- 19:00 სთ (დასვენების დღეების შეთანხმებით)
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქტის, სერვისებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის საფუძვლიანი ცოდნა;
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია - მომხმარებლისათვის შესაბამისი პროდუქტის შერჩევა შეთავაზება;
- ინფორმაციის სწორად აღრიცხვა 1C პროგრამაში;
- სალარო ოპერაციების წარმოება;
- ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია, ჩაითვლება უპირატესობად);
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
- კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
- შედეგებზე მიბმულ ბონუსსა და პრემიას;
- მზარდ ანაზღაურებასა და ეფექტურ საბონუსე სისტემას;
- ყოველთვიურ თიმბილდინგსა და სახალისო აქტივობებს.