გაყიდვების სპეციალისტი- ბათუმი — მედკორი

მედკორი — ლოგო
მედკორი

გაყიდვების სპეციალისტი- ბათუმი

₾3000 ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი
სამედიცინო პროდუქციის იმპორტიორი კომპანია "მედკორი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია (https://medcoreaesthetics.ge/) 2014 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ჯანდაცვის სექტორს სთავაზობს ინოვაციურ და თანამედროვე პროდუქციას სამედიცინო, სტომატოლოგიური და ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: საშუალოდ 2500-3000 ლარი (ბონუსის ჩათვლით);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტის შესწავლა და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** ესთეტიკური კლინიკების წარმომადგენლებთან და შესაბამისი პროფილის ექიმებთან ვიზიტების დაგეგმვა და საქმიანი კომუნიკაციის წარმართვა;
** პროდუქციის პრეზენტაცია სამიზნე აუდიტორიისთვის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება;
** ბაზრის საჭიროებებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის მუდმივი ანალიზი, ინფორმაციის დამუშავება და გუნდისთვის რეკომენდაციების წარდგენა;
** გაყიდვების ოპტიმიზაციის მიზნით საინტერესო ინიციატივების წარდგენა;
** საერთაშორისო გამოფენებსა თუ თემატურ ღონისძიებებზე კომპანიის წარმომადგენლობა;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
** საცალო/კორპორატიული გაყიდვების, მომსახურების სფეროს, საბანკო ან სადაზღვევო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა, ახალი კლიენტების მოზიდვისა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სასურველია საკუთარი ავტომობილის ქონა, კომპანია უზრუნველყოფს საწვავისა და ავტომობილის ცვეთის (ამორტიზაციის) ხარჯების ანაზღაურებას;
** ულიმიტო საკომუნიკაციო პაკეტით უზრუნველყოფა;
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას საერთაშორისო მივლინებებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში მათი მონაწილეობის მხარდაჭერით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ