გაყიდვების სპეციალისტი — AQUASTOP

AQUASTOP

გაყიდვების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

იტალიური კომპანია "KERAKOLL"-ის წარმომადგენლობა საქართველოში, კომპანია "AQUASTOP" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე. წარმომადგენლობის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო ქიმიის, ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი, რეალიზაცია და ინსტალაცია.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
  • საპრეზენტაციო მასალების მომზადებაში მონაწილეობა, მათი კონტროლი და მართვა;
  • პოტენციური დამკვეთების საჭიროების განსაზღვრა;
  • არსებული და ახალი პროექტების მარკეტინგული კომუნიკაციის განხორციელება და მონიტორინგი;

ვაკანსიის მოთხოვნებია:

  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • სამშენებლო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების მწარმოებელ ან იმპორტიორ კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაცია პროფესიულ დონეზე;
  • თვითპრეზენტაციის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებას საბონუსე სისტემით;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში;
  • თავისუფალ სამუშაო გრაფიკს.