გაყიდვების სპეციალისტი
კომპანია ჯაოკენი 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებით ახორციელებს სარემონტო მასალების იმპორტს და ვაჭრობას, რომელიც იყოფა შემდეგ 3 კატეგორიად: მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკის და სააბაზანო მოწყობილობები, შპალერის და ლაქ საღებავების კატეგორიებად. დღეის მდგომარეობით, კომპანია თავისი შოურუმებით წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და სენაკში.
კომპანია ჯაოკენი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიცია: გაყიდვების სპეციალისტი (მოსაპირკეთებელი მასალების კატეგორიაში)
სამუშაო გრაფიკი: სრული, ცვლადი
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #180
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი (ბონუსით 1200-3000 ლარამდე) (ბონუსი ულიმიტო შესაძლებლობებით)
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე. ანაზღაურება საგამოცდო პერიოდის განმავლობაში: პირველი 2 თვე - 1200ლ
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლების მიღება
- კონსულტაციის გაწევა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
- რეალიზაციის გაწევა
- ინვოისის გამოწერა
- სამუშაო საათებში კორპორატიულ ფორმაში ყოფნა
- პროდუქტის მახასიათებლების, ფასების, ბრენდის, და პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის ცოდნა
- სამუშაო ადგილას კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტების დაცვა
- მომხმარებელთან მომსახურების და პროცედურების სტანდარტების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ქართული ენა სრულყოფილად ფლობა
- რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
- ურთიერთობების ადვილად დამყარების უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლიანი
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული
- კომუნიკაბელური
- მოტივირებული
- ენერგიული
- დისციპლინარული
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- სადაზღვევო პოლისს.
- კორპორაციულ ფასდაკლებას.
- პროფესიულ განვითარებას.
კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად: ინდივიდუალური გასაუბრება, ტესტი.