გაყიდვების სპეციალისტი — MG Group

MG Group — ლოგო
MG Group

გაყიდვების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შენი გამოცდილება ამ სფეროში საჭირო არაა. ჩვენ გვინდა შენი სურვილი, სიჯიუტე და ქარიზმა. თუ იცი, რომ შეგიძლია — გელოდებით.

საათი არ ითვლის შედეგს — შედეგს ქმნი შენ. 50%-იანი ანაზღაურება პირველივე დღიდან — და ეს მხოლოდ დასაწყისია. გასწავლით ყველაფერს — ნულიდან. გაძლევთ სისტემას და გიტოვებთ სივრცეს, რომ იმუშაო ისე, როგორც შენ გინდა.

MG GROUP-ში შანსებს არ ეძებენ — აქ შანსებს ქმნიან.

რას გაძლევთ MG GROUP:

  • ანაზღაურება: 50%-დან ზემოთ, შენს განვითარებასთან ერთად 90% მდე;
  • ტრენინგები, სწავლა და განვითარება — ნულიდან პროფესიონალამდე;
  • ლეპტოპი, კორპორატიული ნომერი, ულიმიტო საუბარი;
  • თავისუფალი გრაფიკი — სტუდენტებისთვის იდეალურიც კი;
  • შენზე მორგებული სამუშაო სტილი და გარემო;
  • ატესტაციისა და კარიერული წინსვლის შანსი უძრავ ქონებაში;
  • საჩუქრები კვირის, თვის და წლის ბოლოს — იმიტომ, რომ შენ იმსახურებ.

თუ შენ ხარ ადამიანი, ვინც:

  • იცის, როგორ ისაუბროს ადამიანთან — ზეპირად თუ წერილობით;
  • არ ეშინია ზარის, შეხვედრის და თავის წარმოჩენის;
  • გეგმავს დროს და ითვლის არა საათებს, არამედ შედეგებს;
  • იცის Word, Excel და ზოგადად კომპიუტერზე მუშაობა;
  • გიყვარს თამაში გამარჯვებაზე — მაშინ კი, ჩვენი გუნდი შენ გეძებს.

ანაზღაურება გამომუშავებით!!!

MG GROUP — შენს ამბიციაზე მორგებული პროფესია.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ