გაყიდვების სპეციალისტი — ონლაინ მაღაზია ebg.ge

ონლაინ მაღაზია ebg.ge

გაყიდვების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

EBG აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლობიან და გაყიდვებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელსაც აქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსულ შეტყობინებებსა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ოპერატიული პასუხი;
  • მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქციის მოძიება და შეთავაზება;
  • პროდუქციის შერჩევაში კონსულტაციის გაწევა;
  • შეკვეთების მიღება და დამუშავება;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია როგორც ტელეფონით, ასევე მიმოწერის საშუალებით;
  • დაინტერესებული მომხმარებლის გაყიდვამდე მიყვანა;
  • არსებული და ახალი მომხმარებლების ხარისხიანი მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება — აუცილებელია;
  • გამართული კომუნიკაციისა და გაყიდვის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • კომპიუტერთან და ონლაინ პლატფორმებთან მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი - პარასკევი: 11:00 - 19:00
  • შაბათი: 11:00 - 16:00
  • კვირა — დასვენება

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებზე დამოკიდებული ბონუსი

შემოუერთდით EBG-ის გუნდს