გაყიდვების სპეციალისტი — ITConnect

ITConnect — ლოგო
ITConnect

გაყიდვების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ITConnect" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)

მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ძირითადი მოვალეობები:

  • shop.itconnect.ge-ზე განთავსებული პროდუქციის აქტიური გაყიდვა და მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • ახალი B2B მომხმარებლების მოძიება და კომპანიებთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება;
  • პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან სატელეფონო, ელ. ფოსტითა და სხვა საკომუნიკაციო არხებით ეფექტური კომუნიკაციის წარმოება;
  • არსებული მომხმარებლების ბაზის რეგულარული დამუშავება, განვითარება და ურთიერთობის შენარჩუნება;
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის ან სერვისის შეთავაზება;
  • კომპანიებისთვის კომერციული შეთავაზებების მომზადება, გაგზავნა და შემდგომი Follow-up კომუნიკაციის წარმოება;
  • გაყიდვების პროცესის სრული მართვა - პირველი კონტაქტიდან შეკვეთის წარმატებით დასრულებამდე;
  • ცივი და თბილი ლიდების დამუშავება, კვალიფიცირება და გაყიდვების პროცესში გადაყვანა;
  • კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მიზნობრივი ელ. ფოსტის კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • პოტენციური მომხმარებლების სეგმენტირება პროდუქტების, ინტერესებისა და მიმდინარე შეთავაზებების მიხედვით;
  • ახალი პროდუქტების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების კომუნიკაცია არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან;
  • Cross-sell და Upsell შესაძლებლობების იდენტიფიცირება და გამოყენება გაყიდვების ზრდის მიზნით;
  • მოთხოვნილი პროდუქტის მიუწვდომლობის შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება;
  • ონლაინ მაღაზიიდან, სატელეფონო ზარებიდან და ელ. ფოსტიდან შემოსული შეკვეთებისა და მოთხოვნების დროული დამუშავება;
  • პროდუქციის ფასების, მარაგებისა და მიწოდების პირობების დაზუსტება მომხმარებლისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან კოორდინაცია პროდუქციის ხელმისაწვდომობისა და შეკვეთების დეტალების დასაზუსტებლად;
  • მომხმარებლების, ლიდებისა და გაყიდვების სტატუსების CRM-ში ან შესაბამის სისტემაში აღრიცხვა და განახლება;
  • გაყიდვების შედეგების პერიოდული ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • ინდივიდუალური გაყიდვების გეგმისა (Sales Target) და განსაზღვრული KPI-ების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
  • გაყიდვების სფეროში, სასურველია B2B მიმართულებით, მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნოლოგიური პროდუქტებისა და IT სფეროს მიმართ ინტერესისა და საბაზისო ცოდნის არსებობა;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • გაყიდვების პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი;
  • ცივი და თბილი ლიდების ეფექტურად დამუშავების გამოცდილება;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადებისა და Follow-up კომუნიკაციის წარმოების უნარი;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მიზნებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

  • თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
  • ასევე ეთანხმებით პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
  • პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
  • პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთ) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ