გაყიდვების სპეციალისტი — door house

samushao.ge
door house — ლოგო
door house

გაყიდვების სპეციალისტი

₾1200 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია „კარის სახლი“ დაარსდა 2021 წელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით ქ.თბილისში, ქ.თელავში, ქ.ქუთაისში და ქ.ბათუმში. კომპანიია ოპერირებს საცალო ვაჭრობის მიმართულებით, ყიდის მზა კარს და საჭირო აქსესუარებს.

კომპანია „კარის სახლი“ აცხადებს გაყიდვების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისის ფილიალში.

თქვენს მოვალეობაში შევა:

  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა და გაყიდვების სრული პროცესის მართვა;
  • შეკვეთის განხორციელება, ვადების კონტროლი და შემდგომში მიღება, მითვლა, პროდუქციის შემოწმება რეალიზაციის განხორციელებამდე;
  • შოურუმში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
  • სავაჭრო სივრცეში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება;

ვეძებთ გუნდის წევრს:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით;
  • პოზიტიურს და კომუნიკაბელურს;
  • პუნქტუალურსა და დისციპლინირებულს;
  • კომპანიასთან ერთად განვითარებაზე და ზრდაზე ორიენტირებულს.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 5 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება / 40 საათიანი სამუშაო კვირა;
  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ;
  • ანაზღაურება : ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი; (საშუალოდ 400 ლარიდან თვეში).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Recruiter.ge-ზე შეგიძლია ნახო საქართველოში ყველა პლატფორმაზე არსებული ყველა ვაკანსია.

გადადი →