გაყიდვების შემდგომი მომსახურების სპეციალისტი
ბადენი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00 – 18:00
ძირითადი მოვალეობები:
- უკვე არსებულ მომხმარებლებთან სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაცია;
- კომპანიის პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
- ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის კოორდინაცია;
- გაყიდვის შემდგომი (After Sales) მომსახურების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლებისთვის ყოველთვიური გადახდების შეხსენება;
- მომხმარებელთა კითხვებზე ოპერატიული და პროფესიონალური პასუხის გაცემა;
- მომხმარებლებთან გრძელვადიანი და პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- აუცილებელია სამშენებლო სფეროში გამოცდილება.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ჯამურად 5000 ლარამდე.