გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი- ბათუმი — ამბასადორი აილენდ ბათუმი

ამბასადორი აილენდ ბათუმი — ლოგო
ამბასადორი აილენდ ბათუმი

გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ამბასადორი ბათუმი აილენდი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

"Ambassadori Island Batumi" აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა-ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.

მდებარეობა: ბათუმი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ადგილზე

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვების უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • 30%-იანი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
  • პროფესიული განვითარება;
  • მეგობრული სამუშაო გარემო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დადებითი დამოკიდებულება და კლიენტზე ორიენტირებული მომსახურების მაღალი სტანდარტი;
  • შესანიშნავი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პროაქტიულობა და სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • კლიენტებთან ურთიერთობის მართვისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • Microsoft Office-ისა და CRM სისტემების ცოდნა;
  • After-Sales მომსახურების, მომხმარებელთა მომსახურების, კლიენტებთან ურთიერთობის მართვის, Account Management-ის, გაყიდვების ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება;
  • უძრავი ქონების, სტუმარ-მასპინძლობის, ტურიზმის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კლიენტების საჩივრების, მომსახურების მოთხოვნებისა და გაყიდვების შემდგომი კომუნიკაციის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, უძრავი ქონების ან შესაბამის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული, ინგლისური და/ან რუსული ენების შესანიშნავი ცოდნა, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი;
  • დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებულ კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაციის წარმოება, მათი მიმდინარე საჭიროებების განსაზღვრა და გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • კლიენტისთვის გაყიდვის შემდგომ ეტაპზე ძირითადი საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება და გაყიდვების პროცესიდან After-Sales მომსახურების ეტაპზე შეუფერხებელი გადასვლის უზრუნველყოფა;
  • კლიენტების მოთხოვნების, შეკითხვებისა და გაყიდვის შემდგომი საკითხების მიღება, კოორდინაცია და მონიტორინგი მათი დროული განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით;
  • გაყიდვების, პროექტების მართვის, სამშენებლო, ტექნიკურ, იურიდიულ, ფინანსურ და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა კლიენტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და საკითხების დროულად გადასაჭრელად;
  • კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაცია მიმდინარე მოთხოვნების, დოკუმენტაციის, პროცედურებისა და სხვა საკითხების შესახებ;
  • კლიენტების კმაყოფილების მონიტორინგი, პოტენციური პრობლემებისა და მომსახურების ხარვეზების პროაქტიული იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება;
  • კლიენტების შესახებ ინფორმაციის, კომუნიკაციის ისტორიის, მოთხოვნებისა და შემდგომი კომუნიკაციის პროცესის ზუსტი და განახლებული აღრიცხვა CRM სისტემაში;
  • კლიენტების უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი დეპარტამენტებისთვის გაზიარება, After-Sales პროცესებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
  • კლიენტების მხარდაჭერა ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ცვლილებების, განახლებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის საკითხებში, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით;
  • კლიენტის საჭიროებებისა და გარემოებების გათვალისწინებით დამატებითი სერვისების, განახლებებისა და პროდუქტების შეთავაზების შესაბამისი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • კლიენტებისთვის პროცედურების, ვადების, საჭირო დოკუმენტაციისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • კომპანიის შიდა რეგულაციების, პოლიტიკებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვა და კომპანიის, თანამშრომლების, კლიენტებისა და პარტნიორების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;