გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი — მეტროპოლ მენეჯმენტ

მეტროპოლ მენეჯმენტ

გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

"მეტროპოლ მენეჯმენტი" არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვება/ლანჩი
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტი
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი -პარასკევი 10:00-19:00 სთ.

სამუშაო ადგილი - თბილისი, ილია ჭავჭავაძის 29.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის მოთხოვნების/შეკითხვების მიღება და დამუშავება
  • მომხმარებლისთვის დროული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
  • მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა და უკუკავშირის მიღება
  • კონფლიქტური სიტუაციების ეფექტურად მართვა
  • მომხმარებელთან შეთანხმებით სტანდარტული და არასტანდარტული გეგმარებების მართვა
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა და შეთანხმება
  • ხელშეკრულებებისა და ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის მართვა
  • ინვოისების შედგენა
  • დოკუმენტაციის პროგრამაში რეგისტრაცია/დაგენერირება
  • დებიტორების (სრული პროცესის) მართვა/აღრიცხვა
  • დავალიანებების/გადახდილი თანხის შესახებ ცნობების მომზადება, ინვოისების შედგენა
  • საგანვადებო გრაფიკების მართვა/მონიტორინგი
  • კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ არსებული პოზიციის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტაცია და ანალიტიკური აზროვნება
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
  • ორგანიზებულობა და დროის სწორი მართვის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების, გაყიდვების შემდგომი მომსახურების (After Sales), უძრავი ქონების, სამშენებლო ან დეველოპერულ სექტორში
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 15 ივლისი.

სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "After Sale".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა:

პირის მიერ რეზიუმეს/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მიზნებისთვის. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, ხოლო მათი შენახვა მოხდება გონივრული ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.