გაყიდვების პრომო აგენტი- ბათუმი
JSC MBGeorgia აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების პრომო აგენტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
განაკვეთი: სრული (13:00 საათიდან 20:00 საათამდე; სამუშაო დღეები: კვირიდან სამშაბათის ჩათვლით)
კომპანიის შესახებ: JSC "MBGeorgia" წარმოადგენს გლობალური ჯგუფის, MBev Holding AG (ემბევ ჰოლდინგ აგ)-ს ჯგუფის წევრ კომპანიას და ამავდროულად საქართველოში ფლობს 2 ღვინის კომპანიას, სს შატო მუხრანსა და შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას. JSC MBGeorgia-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის მოზიდვა
- პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
- პროდუქციის წარდგენა/დეგუსტაციის შეთავაზება
- კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება (დადგენილი გეგმის მიხედვით)
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ვიზუალიზაცია (სისუფთავის დაცვა და მერჩენდაიზინგის შენარჩუნება, თაროს შევსება საჭიროების შემთხვევაში)
- შესვენების შეთანხმებულ დროს გამოყენება (ხელმძღვანელთან წინასწარ შეთანხმებული დრო)
მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- პრეზენტაბელურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV არაუგვიანეს 2026 წლის 8 აგვისტოსი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
"JSC MBGeorgia" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!