გაყიდვების პრომო აგენტი — JSC MBGeorgia

JSC MBGeorgia — ლოგო
JSC MBGeorgia

გაყიდვების პრომო აგენტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

JSC MBGeorgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების პრომო აგენტი

სამუშაო ადგილი: თბილისი, „კარფური“, სავაჭრო ცენტრი „ჯი თი სი"

სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ: JSC MBGeorgia წარმოადგენს გლობალური ჯგუფის, MBev Holding AG (ემბევ ჰოლდინგ აგ)-ს ჯგუფის წევრ კომპანიას და ამავდროულად საქართველოში ფლობს 2 ღვინის კომპანიას, სს შატო მუხრანსა და შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას. JSC MBGeorgia-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლის მოზიდვა
  • პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
  • პროდუქციის წარდგენა/დეგუსტაციის შეთავაზება
  • კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება (დადგენილი გეგმის მიხედვით)
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ვიზუალიზაცია (სისუფთავის დაცვა და მერჩენდაიზინგის შენარჩუნება, თაროს შევსება საჭიროების შემთხვევაში)

მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • პრეზენტაბელურობა.