გაყიდვების ოპერატორი — ედესი ჯგუფი

ედესი ჯგუფი

გაყიდვების ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ედესი ჯგუფი" 25 წელზე მეტია, წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია პოლიგრაფიული და საკანცელარიო პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაცია. მრავალწლიანი გამოცდილებისა და სანდო პარტნიორული ურთიერთობების წყალობით, კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ფართო ასორტიმენტსა და მაღალი მომსახურების სტანდარტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთა სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის ინვოისის გაგზავნა;
  • ახალი კლიენტების მოძიება და არსებულ კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობის შენარჩუნება;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, შესრულების ვადების კონტროლი, დოკუმენტაციის შენახვა და აღრიცხვა სათანადო წესით;
  • კომპანიის კუთვნილ ვებ-გვერდზე მომხმარებლების შეკვეთების დასრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ექსელის და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია აპექსის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პირობები:

  • ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში ხელფასი ხელზე ასაღები 1 100 -1 300ლ. გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ 1 600 ლ.
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე - 09:00 - 18:00 (შესვენება 1 სთ).
  • მდებარეობა: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 157.

ბენეფიტები:

  • უფასო კვება
  • ფიტპასი