გაყიდვების ოპერატორი
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების ოპერატორის“- პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დილერების შეკვეთების პროგრამაში გაფორმება და დამუშავება;
- დილერების ფაქტურების კორექტირება ფინანსურ დეპარტამენტთან შეთანხმებით;
- ჩარიცხვებისა და დილერების დავალიანებების მონიტორინგი;
- დილერებთან კომუნიკაცია შეკვეთების, გადახდებისა და მიწოდების საკითხებზე;
- დილერების შეკვეთების კოორდინაცია ფინანსურ დეპარტამენტთან, საწყობთან და სადილერო ქსელის მენეჯერთან;
- ფასების, აქციებისა და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის დროული განახლება Google Drive-ში;
- საწყობის ნაშთების კონტროლი, შესაბამისი რეპორტების მომზადება და შიდა გადაადგილებების ორგანიზება;
- ვირტუალური დაბრუნებების პროგრამაში ასახვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- დილერებისგან გაყიდვების რეპორტების მიღება და დამუშავება;
- ბონუსებისა და ქეშ-ბექების გამოთვლის პროცესში მონაწილეობა;
- მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება/დამუშავება და ხელმოსაწერად გადაგზავნა;
- შესრულებული სამუშაოს შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
- ხელმძღვანელისა და გაყიდვების მენეჯერების მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
- რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
- საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (სასურველია);
- 1C პროგრამაში მუშაობა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი 1100 ლარი.
- ბონუსი მინიმუმ 300-900 ლარი.
- ჯამში მინიმუმ 1100-2000 ლარი.
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
სამუშაო ადგილი:
ქ. თბილისი, ფარსადანის #7