გაყიდვების ოპერატორი
შპს "ჯეო ქარ იმპორტი", ავტონაწილების სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ახალი ძარის ტაივანური და ჩინური ავტონაწილების იმპორტსა და რეალიზაციაში, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: გაყიდვების ოპერატორი.
სამუშაოს აღწერა/მოვალეობები:
- მომხმარებელთა მომსახურება და გაყიდვები;
- სალარო ოპერაციები (პროგრამა FINA);
- საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიღება - განთავსების პროცესში ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპიუტერული უნარები;
- სასურველია ინგლისური ან რუსულის ენის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა (5 სამუშაო დღე კვირაში);
- სამუშაო საათები: 10:00 - 18:30;
- დასვენების დღეები: კვირა + ერთი მოძრავი დასვენების დღე კვირის განმავლობაში;
- ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (ბონუსი დამოკიდებულია თვიურ ბრუნვაზე და განისაზღვრება ინდივიდუალურად).