გაყიდვების ოპერატორი
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.
კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 12:00 საათიდან 21:00 საათამდე.
ძირითადი ფუნქციები:
- საცალო გაყიდვების დაგეგმარება, გეგმის შესრულება, გამოწვევებზე დროული რეაგირება. გამოწვევების არსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- VIP საცალო მომხმარებლების ბაზის მართვა (CRM) და განახლება;
- მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი ხარისხით წარმოება და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფა;
- შეკვეთის მიღების, დამუშავების და მიწოდების პროცესის მაღალი ეფექტიანობით განხორციელების უზრუნველყოფა;
- საცალო გაყიდვების პროცესების მუდმივი ოპტიმიზაცია;
- საცალო გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office (Excel, Word, Power Point)).
პიროვნული მახასიათებლები:
- ოპერატიულობა;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- პასუხისმგებლიანობა.