გაყიდვების მრჩეველი- თბილისი, ბათუმი
კომპანია შპს "მატექს ჯორჯია", "VESTEL"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ბათუმსა და თბილისში გაყიდვების მრჩევლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი ჭავჭავაძის N21, ქ. თბილისი წერეთლის 126
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 დღე, ცვლების მიხედვით, ჯამში 40 საათი); (მაღაზია მუშაობს 10:00-20:00 სთ)
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
ძირითადი მოვალეობები:
- დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
- კომპანიაში არსებული და ახალი პროდუქციის შესწავლაში მაღალი ჩართულობა;
- გაყიდული პროდუქციის ადგილზე დეტალურად შემოწმება და შეფუთვა;
- გაყიდული პროდუქტის შესახებ, მომხმარებლისთვის საგარანტიო პირობების გაცნობა;
- გაყიდვების გაუმჯობესებასა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
- პროდუქციის სტენდებზე განთავსებაში მონაწილეობის მიღება;
- მაღაზიის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
- მაღაზიის მენეჯერის მიერ გაცემული სამსახურებრივი დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ზოგადი ან უმაღლესი განათლება (შესაძლებელია არასრული უმაღლესი/სტუდენტი) ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ტექნიკის მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
- სასურველია უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობიანი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალური;
- მოტივირებული;
- განვითარებაზე ორიენტირებული