გაყიდვების მრჩეველი/კონსულტანტი — დილაითი

დილაითი — ლოგო
დილაითი

გაყიდვების მრჩეველი/კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Delight" თანამედროვე სანათების შოურუმია, რომელიც სხვადასხვა სექტორს სთავაზობს დეკორატიული და არქიტექტურული განათების და ჩამრთველებისა და როზეტების ფართო სპექტრს.

ბრენდი 2019 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და საერთაშორისო კომპანიების პროდუქცია გააცნო.

"დილაითი" ევროპული ბრენდების ოფიციალური დილერია საქართველოში და შოურუმში წარმოდგენილი აქვს ისეთი ევროპელი მწარმოებლების ექსკლუზიური მოდელები, როგორებიცაა: Ideal Lux, Ferroluce, Market Set, JUNG, Made by Hand, Forestier, Karman, Zambelis, Nordlux, Faro და სხვა.

ჩვენს გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

პოზიცია: გაყიდვების მრჩეველი/კონსულტანტი

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო

სამუშაო საათები: 11:00-20:00

ანაზღაურება: 1200-1500 + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას;
  • მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კორპორაციული ნომერი;
  • Fitpass

ძირითადი მოვალეობები:

  • შოურუმის გაყიდვების და ოპერაციული პროცესების მართვა;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება და კონვერსიის ზრდა;
  • მომხმარებლების კონსულტაცია და პროდუქციის პროფესიონალური პრეზენტაცია;
  • სალარო ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
  • ონლაინ და ელფოსტის შეკვეთებზე/მიმოწერაზე რეაგირება;
  • შოურუმის ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
  • მარაგებისა და თაროების კონტროლი;
  • გაყიდვების და ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი, რეპორტინგი;
  • კომპანიის სტანდარტებისა და შიდა წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საცალო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია შოურუმში);
  • სალარო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office, CRM - სასურველია) ცოდნა;
  • სასურველია უცხო ნების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს "დილაითისთვის" ხელმისაწვდომი გახდება თავად "დილაითში" ან/და სხვა "დილაითის" პარტნიორ კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზავნილი CV-ითა და მასზე თანდართულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები "დილაითის" ან/და სხვა "დილაითის" პარტნიორი კომპანიის მიერ შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება 2 (ორი) წლის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც