გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
კომპანიონი ცხოველების საკვების და აქსესუარების მაღაზიების ქსელი "ფეთსჩოისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის ვაკანტურ პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
- გაყიდვების ანგარიშების, სასაქონლო ზედნადებების და სხვადასხვა კომერციული დოკუმენტის მომზადება/დამუშავება;
- სააღრიცხვო პროგრამებში - Balance, შეკვეთების ასახვა, მარაგების ნაშთების კონტროლში მონაწილეობა;
- სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია, როგორც შიდა რგოლებთან/მაღაზიებთან, ისე მომხმარებლებთან ან მომწოდებლებთან;
- გაყიდვების მენეჯერის სხვადასხვა ოპერაციული დავალების შესრულება და პროცესების ორგანიზება.
მოთხოვნები:
- გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია კანდიდატი ფლობდეს უცხო ენას (ინგლისური).
კანდიდატის უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი. სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: 1500 ლარი პირველი სამი თვე, შემდგომ +ბონუსი გაყიდვებიდან+სამედიცინო დაზღვევა