გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი (სამშენებლო ობიექტი)
გვჭირდება პასუხისმგებლიანი და კომუნიკაბელური ადამიანი, რომელიც იმუშავებს სამშენებლო ობიექტზე და დაეხმარება გაყიდვების წარმომადგენლებს მობინადრეებისთვის კონკრეტული ბინების ადგილზე ჩვენებაში.
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტზე მუდმივად/რეგულარულად ყოფნა;
- პროექტის, სართულის გეგმებისა და ბინების ნახაზების მიხედვით მობინადრეებისთვის კონკრეტული ბინის ზუსტად იდენტიფიცირება და ჩვენება;
- მობინადრისთვის ბინის ძირითადი სივრცეების, განლაგებისა და შესაბამისი დეტალების გაცნობა;
- საჭიროების შემთხვევაში ბინის შესახებ ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება;
- გაყიდვების წარმომადგენლების დახმარება ობიექტზე ვიზიტების დროს;
- ობიექტზე უსაფრთხოების წესებისა და შიდა პროცედურების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო პროექტის/გეგმის/ნაზაზის გაგებისა და მასზე მუშაობის უნარი;
- ტექნიკური აზროვნება;
- სასურველია სამშენებლო სფეროში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სამშენებლო/ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული მიდგომა;
- კომუნიკაბელურობა და ადამიანებთან ურთიერთობის კარგი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
რას გთავაზობთ:
- სამუშაო ადგილი: სამშენებლო ობიექტი - ყიშძიძის ქ. #2;
- სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი და მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
- ანაზღაურება: 1200-1500ლ;