გაყიდვების მენეჯერი/უძრავი ქონების აგენტი
უძრავი ქონების კომპანია აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების მენეჯერი / უძრავი ქონების აგენტი
ჩვენს შესახებ:
ჩვენი კომპანია ახორციელებს მხოლოდ საკუთარ პროექტებს, ანუ ყიდის მხოლოდ თავის კუთვნილ ბინებს. ჩვენ არ ვართ საბროკერო და უძრავი ქონების სააგენტო, სადაც რეალტორები ტვირთავენ სხვადასხვა მეპატრონეების 50-100 ბინას ყოველდღე. კომპანია ამჟამად ერთდროულად მუშაობს დაახლოებით 5-7 ობიექტზე (ციფრი მზარდია). ეს ბევრად მარტივს, კომფორტულსა და ფოკუსირებულს ხდის გაყიდვების პროცესს.
გაითვალისწინეთ რომ ჩვენ არ ვეძებთ რიგით თანამშრომელს, რომელიც თუნდაც 1-2 წელიწადში ჩანაცვლდება სხვა კანდიდატით. ჩვენ ვეძებთ გუნდის ერთგულ წევრს, რომელთან ერთადაც გავაკეთებთ საინტერესო პროექტებს და მივაღწევთ ძალიან დიდ წარმატებებს.
ძირითადი მოვალეობები:
- ბინების მარტივი ფოტო/ვიდეო გადაღება (არ მოგეთხოვებათ ვიდეოში გამოჩენა)
- განცხადებების ატვირთვა, განთავსება და მართვა სოციალურ ქსელებში
- სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებზე ოპერატიული პასუხი
- კლიენტის თანხლება საჯარო რეესტრში ბინის გადაფორმებისას
- ბანკის შემფასებლის დახვედრა
- რეპორტინგი
- გაყიდვის შემდგომი (საჭიროების შემთხვევაში) ტექნიკური პრობლემური საკითხების აღრიცხვა და გუნდისთვის გადაცემა
- კომპანიისთვის ახალი, საინტერესო ბინების მოძიება
- ახალი ბინების მარტივი დისტანციური რეგისტრაცია კომუნალურ დაწესებულებებში
მოთხოვნები:
- სრულად თავისუფალი გრაფიკი (არ უნდა იყოს დასაქმებული სხვა ადგილას ან შეზღუდული დროში)
- გამართული მეტყველების უნარი
- პუნქტუალურობა
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- ესთეტიკურად სწორი ფოტო გადაღებისა და ვიდეო მონტაჟის ცოდნა
- მობილურობა (შეხვედრებზე გასვლის შესაძლებლობა)
- გამოცდილება ზოგადად გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესად (არ არის სავალდებულო უძრავი ქონების მიმართულებით)
ჩვენ გთავაზობთ:
- სამუშაო ტელეფონს და კორპორაციულ ნომერს
- ულიმიტო მუნიციპალურ სამგზავრო ბარათს
- სტაბილურ და ყოველთვის დროულ ანაზღაურებას
- მეგობრულ და მხარდამჭერ გარემოს, სადაც თითოეული წევრი გრძნობს თავს დაფასებულად
- თქვენზე მორგებულ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
- სამუშაო ფორმატი: ძირითადად დისტანციური (გამონაკლისია პოტენციურ მყიდველებთან შეხვედრები, ბინების ჩვენება და რეესტრში გაყოლა)
- სამუშაო საათები და გრაფიკი: 12:00-20:00. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, გრაფიკის შეთანხმება შესაძლებელია სპონტანურადაც — სამუშაო პროცესში შესაძლოა იყოს პერიოდები, როდესაც მოგიწევთ მხოლოდ ელემენტარული დავალებების შესრულება ან რამდენიმე დღიანი დასვენება/პაუზა პროექტებს შორის (რომელიც ასევე იქნება ანაზღაურებადი)
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ₾ + ბონუსებით (საშუალოდ 3000 ₾-5000 ₾)
მნიშვნელოვანია:
გთხოვთ, CV-სთან ერთად აუცილებლად მოგვწეროთ მოკლე ინფორმაცია თქვენ შესახებ:
- როგორ ხედავთ თქვენს როლს აღნიშნულ პოზიციაზე?
- რაში ხედავთ ხიბლს მსგავს სამსახურში?
- რა გაფიქრებთ ან რა გეჩვენებათ კრიზისულ მომენტად ამ საქმიანობაში?