გაყიდვების მენეჯერი- თბილისი, ბათუმი, ქუთაისი — აგრო ვეტერინარია

აგრო ვეტერინარია

გაყიდვების მენეჯერი- თბილისი, ბათუმი, ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენ გახლავართ საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია, რომელიც ბიზნეს სექტორს, ფერმერებსა და კერძო პირებს ერთ სივრცეში სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, კერძოდ 700-მდე სხვადასხვა კვლევას. ლაბორატორია აკრედიტებულია სსიპ "აკრედიტაციის ცენტრი - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს" მიერ "სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ს მოთხოვნების შესაბამისად.

ლაბორატორიის აკრედიტებულ საქმიანობის სფეროში შედის მეთოდები, რომელიც შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია სურსათი "აგრო ვეტერინარია" აცხადებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციას.

ვაკანსიის განხილვაში იქნება სტუდენტებიც და შევთავაზებთ მათზე მორგებულ გრაფიკს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (განიხილება არასრული განაკვეთიც), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოტენციური დამკვეთების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება
  • კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვა
  • დამკვეთთა ბაზების სეგმენტაცია, ფორმირება, მართვა და განვითარება
  • დამკვეთებთან კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკებების წარმართვა
  • ყველა საჭირო პროცედურის კონტროლი/მონიტორინგი, რათა დამკვეთმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება
  • არსებულ დამკვეთებთან ურთიერთობის განვითარება

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; სასურველია გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (სავალდებულო არ არის)

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • კომუნიკაბელურობა

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა
  • ინდივიდუალური გასაუბრება

რას გთავაზობთ კომპანია:

  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • მზარდ ანაზღაურებას
  • საბონუსე სისტემას

გაცნობებთ, რომ შპს "საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.