გაყიდვების მენეჯერი- თბილისი, ბათუმი — MKL Shipping

MKL Shipping — ლოგო
MKL Shipping

გაყიდვების მენეჯერი- თბილისი, ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ამერიკული ავტოიმპორტიორი კომპანია "MKL Shipping" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.

"MKL Shipping" 15 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს ავტომობილების იმპორტს აშშ-დან, ფლობს 4 საკუთარ ავტოსადგომს ამერიკის ოთხ შტატში პორტებთან; უზრუნველყოფს სრულ ლოგისტიკურ სერვისს გლობალურ ბაზარზე. 80 000+ ავტომობილი, 25 000+ კონტეინერი და 80 000+ კმაყოფილი მომხმარებელი MKL Shipping-ის გამოცდილების დასტურად გვევლინება.

ქართული წარმომადგენლობა ფუნქციონირებს 2023 წლიდან. 2025 წლიდან MKL-ის სერვისებს დაემატა სამხრეთ კორეიდან ტრანსპორტირება.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული ლიდების დამუშავება და მონაცემთა ბაზების გენერირება;
  • აქტიური კომუნიკაცია პოტენციურ კლიენტებთან (ცივი ზარები და შეხვედრები);
  • გაყიდვების ყოველთვიური გეგმის შესრულება;
  • ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებული სამუშაოსა და შედეგების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტოიმპორტის სფეროში);
  • ავტომობილების მოდელების საბაზისო ცოდნა;
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა (ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად);
  • პირადი ავტომობილი (ჩაითვლება უპირატესობად);
  • პასუხისმგებლიანობა და დისციპლინირებულობა.

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით) + საბონუსე სისტემას;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის მუდმივ მხარდაჭერას (მათ შორის პერმანენტულ ტრენინგებს);
  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი:

  • თბილისში: იაკობ ნიკოლაძის ქ. #3
  • ბათუმში: ა. კაჭარავას ქ. #5