გაყიდვების მენეჯერი/ოპერატორი
შპს "ენეს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერი/ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: დიღომი ბელიაშვილი, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
მოვალეობები:
- კლინიკ(ებ)ის შესყიდვების მენეჯერთან კომუნიკაცია, შეკვეთის მიღება, მოთხოვნის დაზუსტება;
- ახალი პროდუქტების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
- ბაზრის კვლევა, მომწოდებლების მოძიება, ბაზების შექმნა, ფასების შედარებითი ანალიზი;
- მოლაპარაკების წარმოება მომწოდებლებთან პროდუქციის ფასებთან და შესყიდვის პირობებთან დაკავშირებით;
- დადგენილი გრაფიკის მიხედვით მომწოდებლებისათვის შეკვეთების დროულად და ზუსტად მიწოდების გადამოწმება;
- შესყიდვების და მომწოდებლების ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამედიცინო სახარჯ მასალაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ფარმაცევტული პროდუქტების ცოდნა;
- ექსელის და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- RS.GE - ზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
- ორგანიზებულობა სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა
- პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.