გაყიდვების მენეჯერი- ქუთაისი — Premix

Premix

გაყიდვების მენეჯერი- ქუთაისი

₾1150 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "PREMIX" ავტო ნაწილების მაღაზიათა ქსელი და მსუბუქი ავტომობილების სერვისი, ჩვენ ვყიდით 30-ზე მეტ განსხვავებული კატეგორიის ავტო ნაწილს, რაც გულისხმობს 40 000-მდე დასახელების პროდუქტს. ვართ ყველა წარმოდგენილი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი.

შპს "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ნიკეას 16

სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30;

შრომის ანაზღაურება: 1150 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სათადარიგო ნაწილების და საცხებ-საპოხი მასალების რეალიზაცია;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
  • მოთხოვნილი პროდუქტების პროგრამული შემოწმება, ფასის დაზუსტება და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • მარაგების ოპტიმალური დონის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • აქციებისა და ფასდაკლებების შეთავაზება;
  • ელექტრონულ პროგრამაში მონაცემების შეტანა, შეკვეთების დამუშავება და აღრიცხვა;
  • მონაწილეობა მარაგების რეგულარულ გადამოწმებასა და ინვენტარიზაციაში;
  • სამუშაო ზონაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
  • ტექნიკისა და ხელსაწყოების გაფრთხილება და მოვლა.

აუცილებელი მოთხოვნები: ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ბონუსი: +ბონუსი

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მოარგე პროფესია სწორ გზას — შემოუერთდი "პრემიქსის" გუნდს!