საბითუმო გაყიდვების მენეჯერი
"Match Up Consulting"—ი პარტნიორი ლოჯისტიკური კომპანიისთვის ეძებს საბითუმო გაყიდვების მენეჯერს!
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული: 1200 ლარი ხელზე ასაღები
** ბონუსი: 1500 + ლარი (საშუალოდ გენერირებული)
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, საბურთალო;
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (1 სთ შესვენება);
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან;
** შვებულება — 24 სამუშაო დღე; კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეებში — დასვენება.
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** ამერიკის შეერთებული შტატებიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვის მომსახურების გაყიდვა;
** მიზნობრივი/პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა; მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი;
** მომხმარებლების ბაზის გაფართოება; შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება;
** კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების გათვალისწინებით, პერსონალური სამუშაო გეგმის შედგენა და ყოველდღიური აქტივობის განხორციელება;
** გეგმიური ანგარიშის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
აუცილებელია, რომ:
** გქონდეს გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** გქონდეს მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** იცოდე ქართული და რუსული ენები კარგად;
** გქონდეს კომპიუტერული უნარები (Microsoft Office/Outlook, Google Suit).
შერჩევის ეტაპები:
** რეკრუტერთან გასაუბრება;
** ტესტირება;
** გასაუბრება კომპანიის წარმომადგენელთან.
თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: ; დანიშნულებაში მიუთითეთ ``საბითუმო გაყიდვების მენეჯერი``