გაყიდვების მენეჯერი/კონსულტანტი — სმოტორსი

სმოტორსი — ლოგო
სმოტორსი

გაყიდვების მენეჯერი/კონსულტანტი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "SMG"-ი 2019 წლიდან წარმატებით ახორციელებს სპეცტექნიკის, ბლოკის ქარხნების, სათადარიგო ნაწილების, ჰიდრავლიკური მილების იმპორტსა და რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს სთავაზობს საგარანტიო გაყიდვების შემდგომ მომსახურებას.

პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი/კონსულტანტი

მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი)

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვიდან

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია, საჭიროების დადგენა, სრული ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
  • პროდუქციის განთავსება თაროებზე დადგენილი წესით;
  • სალარო ოპერაციების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
  • სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

კომპანია "SMG"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.