გაყიდვების მენეჯერი - IT/ტექნოლოგიური მიმართულება
კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი (IT/ტექნოლოგიური მიმართულება)
გრაფიკი: 5/2, 10:00-19:00
მდებარეობა: თბილისი, ვაკე
ძირითადი მოვალეობები:
- კორპორატიული (B2B) მომხმარებლების მოძიება, პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და მართვა;
- ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვების სრული ციკლის მართვა;
- მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
- კომერციული შეთავაზებების, პრეზენტაციებისა და ხელშეკრულებების მომზადება;
- მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- გაყიდვების მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულება და შედეგების რეგულარული მონიტორინგი;
- ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი;
- გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და CRM სისტემის ეფექტიანი მართვა;
- ტექნიკურ და საოპერაციო გუნდებთან კოორდინაცია მომხმარებლის მოთხოვნების სრულყოფილად დასაკმაყოფილებლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მსგავსი მიმართულებით;
- B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (ტექნოლოგიურ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- გაყიდვების პროცესის მართვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის გამოცდილება;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სერვისების საბაზისო ან კარგი ცოდნა;
- მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა.
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
- თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
- ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
- პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
- პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).