გაყიდვების მენეჯერი Horeca-ს მიმართულებით
შპს "ალკო აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, Horeca-ს მიმართულებით, ქალაქ თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება
- სავაჭრო ობიექტებიდან პროდუქციის შეკვეთის აღება
- ახალი ობიექტების მოძიება, სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე მუშაობა
- ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება
- სხვადასხვა პოზიციის თანმდევი სამუშაოების ჩატარება
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- მართვის მოწმობა (B კატეგორია)
- ავტომობილი
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
- გამართული მეტყველება, დამაჯერებელი, დამარწმუნებელი საუბარი, მოლაპარაკების უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
პირობები:
- ანაზღაურება: 1500 ლარი ფიქსირებული (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვიდან; ჯამურად 3000+.
- დასვენება: შაბათი, კვირა