გაყიდვების მენეჯერი- გორი, ქუთაისი, ბათუმი
"Indigo Cars" საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.
"Indigo Cars" წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.
კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონული ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.
"Indigo Cars" მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.
ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე გორში, ქუთაისსა და ბათუმში.
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი (ჯამურად 1700 ლარი (ხელზე ასაღები))
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე
ძირითადი ფუნქციები:
- მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
- მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
- მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
- გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ავტომობილის სპეციფიკისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები:
- პრეზენტაციის უნარი;
- კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ.
- კომუნიკაბელურობა,
- ორგანიზებულობა,
- გუნდური მუშაობის უნარი.
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ფიტპასი.