გაყიდვების მენეჯერი- გარდაბანი — ცაგო 2001

ცაგო 2001

გაყიდვების მენეჯერი- გარდაბანი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ცაგო 2001" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (საკვები პროდუქტების მიმართულებით) პოზიციაზე.

საკვები პროდუქტების და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი, მზარდი კომპანია ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ პიროვნებას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საქართველოში წარმოებული, მაღალი ხარისხის პროდუქტის რეალიზებაზე და გასაღების ბაზრის ზრდაზე.

ძირითადი ფუნქციები:

  • ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება და მოზიდვა (მარკეტები, რესტორნები, ბარები და ა.შ.);
  • არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
  • პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაციების ორგანიზება;
  • შეკვეთების აღრიცხვა, ხელშეკრულებების გაფორმება და გადახდების კონტროლი;
  • გაყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი და შესაბამისი რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია კვების პროდუქტების მიმართულებით);
  • კომუნიკაცია/დარწმუნების ძლიერი უნარი;
  • ენერგიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მართვის მოწმობისა და საკუთარი ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

  • კონკურენტული ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები გაყიდვებიდან (ანაზღაურება ისევე როგორც ბონუსის ოდენობა და პრინციპი, მოლაპარაკების საფუძველზე);
  • კარიერული განვითარება: პროდუქციის რეალიზაციის ზრდის საფუძველზე, გაყიდვების გუნდის ჩამოყალიბება/გაფართოებისა და მართვის შესაძლებლობა;
  • მეგობრული გარემო: მოქნილი სამუშაო გრაფიკი - ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით; ლოიალური დასვენება/შვებულების პოლიტიკა;

ლოკაცია: ქ. გარდაბანი, ბოტანიკის დასახლება