გაყიდვების მენეჯერი / გაყიდვების კონსულტანტი
რონიუსი აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების მენეჯერი / გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1500 ლარიდან. გამოსაცდელი ვადა 15 დღე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურდება)
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, PowerPoint)
- ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალური
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- დისციპლინირებული
- შრომისმოყვარე
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება/აღწერა
- არსებული ნაშთების კონტროლი
- კომპანიის კლიენტებისათვის მომსახურების ოპერატიულად შეთავაზებისა და გაწევის მიზნით, პირადი და ელექტრონული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- სამუშაო სივრცის მოწესრიგება
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.